aviabiletebi
ბლოგები მთავარი პოლიტიკა

ახალგაზრდა პოლიტოლოგი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იბრძვიან ერთმანეთში იმისათვის, რომ ისინი გახდნენ მსოფლიოს ლიდერები და ამ  მიზნის მიღწევაში იყენებენ თავიანთ სატელიტ ქვეყნებს ( ქვეყნები რომელიც იზიარებენ ლიდერი ქვეყნის იდეოლოგიას და თანამშრობლობენ მასთან როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად).  „ცივი ომის“ პერიოდი,  ეს იყო უდიდესი  გეოპოლიტიკური ომი კაცობრიობის ისტორიაში რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად ასევე მოიცავდა გეოეკონომიკურ, ინფორმაციულ, სამედიცინო და ტექნოლოგიურ ომს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის.  მე ვთვლი, რომ გეოპოლიტიკა არ არსებობს პატარა ქვეყნებისთვის, გეოპოლიტიკას აწარმოებს მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები, რომელშიც პლატფორმის როლს ასრულებენ ისეთი ჯუჯა სახელმწიფოები, როგორიც საქართველოა.

ნებისმიერი ქვეყნის ისტორიიდან და  გეორაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ მის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი – ძველი აბრეშუმის გზა.  ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს აქვს იდეალური მდებარეობა და ამის დასამტკიცებლად ამბობენ იმას, რომ საქართველოს აქვს ზღვაზე გასასვლელი და ის არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა. მე სრულიად ვეთანხმები მათ, საქართველოს შესანიშნავი მდებარეობა აქვს  გეოგრაფიულად, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა არ იძლევა ქვეყნის პოლიტიკური,სოციალური და ეკონომიკური განვითარების გარანტიას

. კავკასიის რეგიონის კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერი მოწინავე ქვეყნისთვის სასურველია და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამას ახერხებს კიდეც,თუმცა არა ჩვენთვის სასიკეთოდ, რუსეთის მიერ კავკასიის რეგიონის კონტროლი სათავეს იღებს 1783 წლიდან, როდესაც დაიდო „სიკვდილის ხელშეკრულება“  ( გეორგიევსკის ტრაქტატი). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ხელშეკრულების დადების მიზეზი მაშინდელი საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო, ( კავკასიის რეგიონის დასაკავებლად იბრძოდა ოსმალეთი,ირანი და რუსეთი).  დღემდე კავკასიაზე კონტროლს მეტ-ნაკლებად რუსეთი აწარმოებს,  თუმცა საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია ვიდრე სსრკ-ში ყოფნისას,რადგან მაშინ ქვეყანა სატრანსპორტო „ჩიხში“ იმყოფებოდა  და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა. საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადასტურდა და გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობას. 1998 წელს ბაქოში ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე, რომელიც დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს კავკასიისა და შუა აზიის გავლით. ამ დერეფანს შემოკლებით “ტრასეკას” უწოდებენ. მას ასევე იხსენებენ, როგორც ახალი “აბრეშუმის გზა”

ქვეყნის გეოპოლიტიკური  მდებარეობა მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ფასდება. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განისაზღვრება მისი ურთიერთობებით უშუალო მოსაზღვრე და არამოსაზღვრე ქვეყნებთან, აგრეთვე, ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციებით. საქართველოს მეზობელ ქვეყნებად ითვლება მისი უშუალო მოსაზღვრე და მეტნაკლებად დაშორებული სახელმწიფოები. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებია, დანარჩენები კი – ყოფილი სოციალისტური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო – თურქეთია ნატოს წევრი ქვეყანა. საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცე ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიების გავრცელების არეალია, ამავე დროს, მეტად მრავალფეროვანი ეროვნული შემადგენლობით გამოირჩევა. აქ მცხოვრები ხალხები  4 ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა და აქვს, რამაც უნდა განაპირობოს  მისი ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩართვა. ფაქტია საქართველო ჩათრეულია დიდი ქვეყნების პოლიტიკურ თამაშებში, თუმცა სასიკეთო გამოსავალს ქვეყნისთვის ვერ ვხედავ.

საქართველოში მიმდინარე პროცესების გაგება და სწორი პოლიტიკის შემუშავება შეუძლებელია იმ ძალების ინტერესების იდენტიფიკაციის გარეშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებენ. საქართველო დღეს წარმოადგენს ორი ვექტორის გზაჯვარედინს, ერთი რუსეთ-სომხეთის კავშირს, რომლის ბოლო წერტილი ირანია და მეორე აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობას, რომელშიც ამერიკის ინტერესებია. ამიტომ საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც ამ ძალების ბრძოლის არეალი და თუ ამ ძალების მოქმედებას დავუმატებთ  ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში, გასაგები ხდება პოლიტიკური პასეანსის მთელი სირთულე. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მშვიდად ვიყოთ. სრულიად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გეოპოლიტიკური ომი აშშ-სა და რუსეთს შორის კავკასიისთვის მეორეს გამარჯვებით დასრულდა და ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ეს იყო ძალების მოსინჯვა და რუსული მოქმედების დაზვერვა დასავლეთის მხრიდან, საქართველოს აღებული აქვს პროდასავლური კურსი და ჩვენ ამ კურსს არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევთ,თუმცა თანდათან  ვხვდებით, რომ  ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის აღმოსავლეთ გაფართოება შენელდა.  პროცესები თანდათან რთულდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გეოპოლიტიკური ბრძოლა ეტაპობრივად გრძელდება დასავლეთსა და რუსეთს შორის, კავკასიიდან მან უკრაინის აღმოსავლეთში გადაინაცვლა, პარალელურად კი სირიაში გაგრძელდა. უამრავი ფაქტის გაცნობისა და განხილვის  შედაგად თამამად შემიძლია გავაკეთო ანალიზი იმის შესახებ, რომ დასავლეთის პროექტი სამივე გეოპოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთთან წარუმატებლად დასრულდა და მათ ეს ბრძოლა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ, რაც განპირობებული მილიონობით ლტოლვილთა ნაკადით ევროპაში და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით.  ამ ყველაფერს ემატება თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის გაფუჭება, ამის მიზეზი არის თურქეთში მომხდარი პუტჩი, რომელშიც ერდოღანის ხელისუფლება ამერიკას ადანაშაულებს და მათ შესაძლო ჩარევის ვარაუდს გამოთქვამს, მათ ერთმანეთს წაუყენეს ულტიმატუმები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამერიკას თურქეთიდან ბირთვული იარაღი გააქვს და ასევე სამხედრო ბაზების დაცლასაც იწყებს, მათი ურთიერთობის გაფუჭება აუცილებლად გამოიწვევს თურქეთის „ნატოს“  სამხედრო ალიანსიდან გამოსვლას და თურქეთი რეგიონში უკვე გახდება აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოთამაშე. ახლა კი წარმოვიდგინოთ, ჩრდილოეთით რუსეთი  და სამხრეთ-დასავლეთით თურქეთი, ეს არის ორი სახელმწიფო რომელთა გეოპოლიტიკური  ინტერესები ვრცელდება მთლიანად კავკასიის და ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე. იმ ყველაფრის გათალისწინებით, რომ  თუ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანა აღარ იქნება, საქართველოს „ნატოში“ შესვლას ყოველგვარი ფასი ეკარგება, რადგან ჩვენ, სამეზობლოში პარტნიორი ქვეყანა არ გვეყოლება.

მდგომარეობიდან გამომდინარე  ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ არსებული ვითრება, გავააქტიუროთ ქვეყნის საგარეო ინსტიტუტები და გამოვნახოთ არსებული სიტუაციიდან სწორი და ლოგიკური გამოსავალი.

იტვირთბა....