aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მე არაფერი დამიშავებიაო”: რას ყვება 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის დედა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომენტარი გააკეთა გორში 8 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ი.ნ.-ს დედამ. მისი თქმით, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და ციხე 9 თვის წინ დატოვა.

“ძალადობაზე და ტელეფონის წართმევაზე იყო მსჯავრდებული. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობაც გამოვიდა მერე. ვიღაც ქალბატონს წაართვა ტელეფონი. გუშინ 7-ს უკლდა წუთები რომ მოვიდა. ღამის 12 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს”, – განაცხადა დაკავებულის დედამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლიდან მეხსიერების ბარათი ამოიღეს, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები იყო, დაკავებულის დედა ამბობს, რომ ეს ჩიპი მის შვილს ციხიდან გამოატანეს.

“მე არაფერი დამიშავებიაო, ამბობს. მეც ეგრე ვიცი, რომ ციხიდან წამოღებული იყო ჩიპი – რომელი ბავშვების ფოტოები იყო, არ ვიცი. თვითონაც არ იცოდა, ვისი იყო. ვიღაცას ჩიპი ვათხოვე და გადმომიწერაო. აქ არაფერი არ ჩაუწერია მაგას. იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას“, – განაცხადა დაკავებულის დედამ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით,  პოლიციამ 9 წლის ბავშვის მკლვლელობაში ბრალდებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა. კიდევ ერთი ვერსიით, ის ბავშვს უთვალთვალებდა.

მკვლელობა კი არაოფიციალური ვერსიით, მოხდა სახლის სარდაფში, სადაც სისხლის კვალი რამდენიმე ადგილზეა აღმოჩენილი.

„დილით მოდიოდნენ მუშები და საღამოს მიდიოდნენ. მაგას ამბობენ, რომ სისხლის აღმოჩენილა სარდაფში. კედელზეც და ძირსაც. ეს ბინები გაჩხრიკეს,“-ამბობს ადგილობრივი.

9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

33 წლის დამნაშავე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი 25 ოქტომბრის დილიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

იტვირთბა....