aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

9 დაღუპული, ათობით დაშავებული: ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ხალხში სატვირთო შევარდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ეკლესიასთან მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე შევარდა, 50 მეტრის მანძილი გაიარა და გაჩერდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი ტერაქტია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იტვირთბა....