aviabiletebi
საზოგადოება

მიხეილ ცაგარელი: “ამ კვირაში გვაქვს სასწაული, საოცარი დღე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა:
„ამ კვირაში გვაქვს სასწაული, საოცარი დღე. მოდის შაბათი და რა არის ეს შაბათი? – ეს არის ახალმთვარეობა, რომელსაც თან ახლავს დადებითიც და უარყოფოთიც. მატულობს დაძაბულობა, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება ადამიანებში, ეს არის მზისა და მთვარის ენერგიების შეერთების შედეგი. შეიძლება ინფექციურმა დაავადებებმა, ავარიებმა მეტად იჩინონ თავი და ამ მხრივ არის ცოტა რთული დღე. მაგალითად, ახალ მთვარეზე გლეხი წყალსაც კი არ უსხაწდა მცენარეს, იმდენად ცუდი დღე იყო. მაგრამ არის კარგიც და რა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ახალმთვარეობა ეს არის მეცამეტე ახალმთვარეობა, ანუ შემოდის მამალი – ეს არის კალენდარული აღმოსავლური ახალი წელი. 28 რიცხვი, დილის 4 საათსა და 7 წუთზე, როცა უმრავლესობას სძინავს, ამ დროს შემოდის მამალი. 2 კვირა იქნება ზეიმი. აი, თქვენ ნახავთ აღმოსავლეთ ქვეყნებში როგორი დღესასწაულები იქნება. ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენც იგივე რიტუალებს შევასრულებთ დღის განმავლობაში, როდესაც გაიღვიძებთ, თუნდაც საღამოს. შაბათს ნებისმიერ დროს შევხდეთ ახალ წელს, ჭიქა ავწიოთ და მივულოცოთ სრულიად საქართველოს. სუფრაზე ქათამი, ინდაური, კვერცხი არ უნდა იყოს, დანარჩენი რაც გნებავთ.

როგორი პერიოდი ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს ამ კვირაში:

ვერძი – ამ კვირაში ცოცხლდება, უფრო აქტიური და ენერგიული ხდება, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა იმაშია, რომ ის იმდენად აქტიური ხდება, რომ გადასდის სულსწრაფობაში, რაც შეცდომების დაშვების ტოლფასი შეიძლება გახდეს. შესაძლოა ძველმა შეცდომებმა ახლა შეახსენოს თავი. ამიტომ ზედმეტად აქტიური და შემაწუხებელი სხვებისთვის ნუ იქნება. ეს არის მთავარი, სხვა კუთხით ძალიან კარგი პერიოდი აქვს.

კურო – მას აქვს მთავარი პრობლემა, მანიაკალურად ცუდი აზრების მოზღვავება, რაც ხელს უშლის შემოქმედებით ნიჭისა და უნარის გამოვლენაში. მან უნდა აკონტროლოს ნეგატიური აზრები, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორები. ენერგო ტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიტვირთება, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებს.

ტყუპები – მათ პირიქით ენერგო ტონუსი ემატებათ. ეს ნიშანი უფრო კონტაქტურია, კომუნიკაბელური, გონებამახვილია, მაგრამ ძირითად ენერგია უნდა გადაიტანოს საოჯახო და სახლთან დაკავშირებულ საკითხებზე. რაც მთავარია საფუძველი იქნება შემდეგი უკეთესი განწყობისა და მდგომარეობისთვის.

კირჩიხიბი – მას ცოტა პრობლემური პერიოდი აქვს. შეიძლება ფინანსურმა სირთულეებმა იჩინონ თავი, შეიძლება იყოს პრობლემები რომელიც საგადასახადო ორგანოებს, მათ შორის საგადასახადო ინსპექციას, კონტროლის პალატას და რაღაც ასეთი სხვა ორგანოებთან იქნება დაკავშირებული და ამ მხრივ შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს. მე არ ვურჩევ ხანგრძლივ მოგზაურობას და დიდხანს სახლის უპატრონოდ დატოვებას. მატულობს ქურდობის ტენდეციაც, ამიტომ კირჩხიბები ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ. არ არის გამორიცხული, რომ სამსახურის შეცვლის პრობლემაც დაუდგეს, შეიძლება ხელმძღვანელი პირი შეიცვალოს, თავისი მუშაობის მიმართულება შეიცვალოს, თვალში საცემი იქნება ბევრი ცვლილებები.

ლომი – მას ყველაზე მეტად გაუჭირდება ფინანსების მიღება. მაგალითად, არის გამოწერილი თანხა, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო ამ კვირაში ვერ იღებს ფულს, რომელიც ნერვებს უშლის. აი, ეს არის მისი მთავარი პრობლემა. ასევე ზოგიერთ კოლეგასთან სიტუაცია შეიძლება დაეძაბოს, სადაც ცოტა მეტი ტაქტია საჭირო, ასევე საჭიროა დიპლომატიის გამოვლენა.სამაგიეროდ ენერგო ტონუსი მატულობს და ეს ნიშნავს, რომ ისევ აქტიური და ენერგიული ხდება, რას შემდეგი წარმატებების საწინდარია.

ქალწული – მას ფინანსური კუთხით ყველაფერი კარგად აქვს. შეიძლება საკმაოდ კარგი ფულიც გააკეთოს, ბონუსებიც მიიღოს, მაგრამ აქვს სხვა პრობლემა. საინტერსო მომენტია, როდესაც სამყარო ერთს გაძლევს და მეორეს გართმევს. ეს პრობლემა არის – ჯანმრთელობა. შეიძლება ინფექციური დაავადება შეეყაროს, ან სხვა სახის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნას. მაგრამ თუ ამ კუთხით ფრთხილად და ყურადღებით იქნება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრევენციას ჩაიტარებს, მაშინ ძალიან ბევრს მოიპოვებს.

სასწორი – თქვენ გაქვთ საშუალება, რომ ნელ-ნელა გამოცოცხლდეთ, რადგან მზე გადავიდა ჰაერის სტიქიაში. ყოველდღე იგრძნობთ, რომ აქტიურები, ენეგრიულები ხდებით. მეტი ინტერესი ჩნდება ცხოვრებისადმი, ურთიერთობისადმი და ა.შ. რაც მთავარია, ძველ პრობლემებს ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტთ. საკამათო სიტუაციებს ძალიან მარტივად აუვლით გვერდს ან მოაწესრიგებთ.

მორიელი – მას შეიძლება მოულოდნელად ფინანსური წყაროები გაეხსნას, რომელსაც არ ელოდა. შეიძლება მოულოდნელად ვალი დაუბრუნონ, ძველი ბონუსები ძველი ძალისხმევიდან დაუბრუნდეს. მაგრამ პრობლემა რაშია? – ამ დროს შეიძლება რაღაც გაუფუჭდეს სახლში, შეიძლება ელექტრობა, ან სველი წერტილი და ის მოულოდნელი ფული ისევ წავიდეს. ცოტა მეტი პრობლემები მორიელს შვილებთან მიმართებაში შეიძლება შეექმნას. ამიტომ ბავშვებთან მიმართებაში, ცოტა მეტი დიპლომატიაა საჭირო, ამ მხრივ ყურადღებით უნდა იყვნენ.

მშვილდოსანი – ის აქტიური, ენერგიული და აშკარად წარმატებულია. შესაძლებლობა ეძლევა იდეების, პროექტების რეალიზაციისა. მაგრამ რაც ვერძს, იგივე პრობლემა აქვს ამ ნიშანს. მასაც იმდენად ემატება ენერგია, რომ შეიძლება სარკასტულ- გესლიანი გამოთქმების სურვილიც კი გაუჩნდეს, რაც საზოგადოებას აღიზიანებს. ასევე სულსწრაფობა, რის გამოც ისევ შეცდომებს უშვებს. სხვა მხრივ კვირა საკმაოდ კარგი აქვს.

თხის რქა – უკვე გრძნობს, რომ მზე ნელ-ნელა გადავიდა მისი ზოდიაქოდან და უკვე სხვაგან, სხვა ეტლშია ანუ მერწყულში და ტონუსი, ემოციური განწყობაც ნელ-ნელა მცირდება. ეს ნიშანი აშკარად გრძნობს, რომ მის საქმეებში უკვე ვიღაც ახალი უნდა გამოჩნდეს, თანაშემწე, დამხმარე პიროვნება, რომელიც მის იდეებში, პროექტებშირაღაც სიახლესა და მეტ ენთუზიაზმს შემოიტანს.

მერწყული – აი, ვინ არის მთავარი ფავორიტი, რადგან მერწყული ზოდიაქოშია, ეს მათი დროა. ძალიან აქტიურია, არნახულად გონებამახვილია. არაორდინალური იდეები აქვს, სპონტანური იმპროვიზაციის დიდოსტატია, ძალიან მეგობრულიამ კონტაქტურია. მაგრამ იმდენად მოჭარბებული ენეგრია აქვს, რომ როგორც ვერძსა და მშვილდოსანს, მასაც სულსწრაფობაში, ზედმეტ ორიგინალურობაში გადასდის, რაც საზოგადოებას აღიზიანებს, ეს არის მათი მთავარი პრობლემა.

თევზები – მათ ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი ეწყებათ წლის განმავლობაში. ეს არის დაბადების წინა ზოდიაქოს პერიოდი. აქედან გამომდინარე, მათი ტონუსი ეცემა. შეიძლება ძველმა შეუსრულებელმა საქმეებმა, ძველმა ვალებმა, დაპირებებმა სწორედ ახლა შეახსენონ თავი. შეიძლება პრობლემები შეუქმნან და მათი შემოქმედებითი ენთუზიაზმი შეიძლება დასცენ. აქ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, თანდათან მათ საწინააღმდეგოდ გორდებიან, ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებთ. არავითარი სარისკო მოქმედებები, არავითარი ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე არ შეიძლება. საჭიროა მშვიდი ცხოვრების რიტმზე გდართვა. თუ რაღაც ინდივიდუალურ შემოქმედებით საქმეშიც არის ჩართული ეს ყველაზე კარგი იქნება“, – განაცხადა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

იტვირთბა....