aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სკანდალური პოლიტიკური განქორწინება: „ნაცმოძრაობა ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგები „მეტრონომთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის პროცესს აფასებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის შემდეგ, პოლიტოლოგები ორივე ჯგუფის  სამომავლო პერსპექტივებზე  საუბრობენ. მათი აზრით, უგულავა-ბოკერიას მხარეს საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანები გადავიდნენ, რომლებიც პოლიტიკაში კარგად ერკვევიან. ხოლო მიხეილ სააკაშვილის გუნდში სექტანტი მრევლი დარჩა, რომელიც  თავის ბელადზე ლოცვის მეტს ვერაფერს გააკეთებენ.

პოლიტოლოგები უახლოეს მომავალში, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლასაც არ გამორიცხავენ. მათი მოსაზრებით, ბოკერიას და ბაქრაძის თავიდან მოშორებას ისედაც აპირებდა სააკაშვილი, თუმცა მას დაასწრეს.

hqdefault

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ პარტიამ იფუნქციონიროს, მას გარკვეული პოლიტიკური ელიტა სჭირდება, რომელსაც პოლიტიკაში მოღვაწეობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ხოლო ვისაც ასეთი ტიპის გამოცდილება და კვალიფიკაცია ჰქონდა, სააკაშვილის გუნდი დატოვა.

ხუხაშვილის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მრევლი დარჩა, რომელსაც პოლიტიკის კეთების გამოცდილება არ აქვს. ამიტომ, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ  რომელიმე სექტის ტაძრად, ან რაიმე საკულტო ნაგებობად მოვიაზროთ.

„მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა ყოველთვის თავად სააკაშვილი იყო. რაც შეეხება ახალ გამოყოფილ ჯგუფს, მიუხედავად მათი რებრენდიგისა, ისინი 9-წლიანი რეჟიმის ცოდვებს მაინც ვერ ჩამოირეცხავენ. გარდა ამისა, მათ ელექტორატი შეუმცირდათ და ამ მხრივ დიდი შრომა მოუწევთ.

გამომდინარე იქდან, რომ მათ პარლამენტში დიდი ოპოზიციური ფრაქცია აქვთ, პოლიტიკური პროცესის და ოპონირების პრაქტიკაც გააჩნიათ, ქართულ პოლიტიკაში გარკვეული სახის როლს ითამაშებენ. ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ვფიქრობ ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება, რადგანაც ეს ადამიანი, სპონტანური მოძრაობებისკენ არის მიდრეკილი. ხოლო როდის გადაიჩეხება ეს რთული სათქმელია.

1484044369140125

გამოყოფილ ჯგუფში ლიდერის პოტენციალი რეალურად, გიგი უგულავას აქვს, რომელსაც პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ქარიზმა აქვს. გარდა ამისა, მომეჩვენა რომ გიგი უგულავა უფრო დაბრძენებული იყო და გარკვეულ საკითხებზე  ბევრად მეტი ჰქონდა ნაფიქრი. რაც მას სამომავლოდ ძალიან გამოადგება. თუმცა, ამ გაყოფასაც ხელისუფლებაში ვერ ვხედავ, მაგრამ მათ პოლიტიკური პროცესის კატალიზატორის როლს შეასრულებენ“,-ამბობს ხუხაშვილი.

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლშევიკებად და მენშევიკებად გაიყარნენ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურმა ელიტამ დატოვა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უგულავა-ბოკერიას ჯგუფი იმ შეცდომების  გაანალიზებას შეეცდებიან, რომელიც 9 წლის განამავლობაში დაუშვეს. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ უგულავას ჯგუფს ამ ეტაპზე, არჩევნები რომ იყოს, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება. თუმცა, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ „ნაციონალები“ მთავარ ოპოზიციური პარტიის როლს მაინც შეასრულებენ.

„ახალი პარტიის პერსპექტივა, ჩემი აზრით, მაინც „ნაციოონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ამაში ადგილობრივ არჩევნებს ვგულისხმობ. თუ  სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები ამ არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტენ, უგულავას ჯგუფს სერიოზული კონკურენტები ეყოლება. თუ არა მიიღებენ, მაშინ უგულავას მხარეს პარტიის რეგიონალური წევრებიც მის მახრეს გადავლენ.

საქმე იმაშია, რომ ამ ჯგუფის გაყოფას მიხეილ სააკაშვილი დიდად არ განიცდის. ვფიქრობ, მას გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის თავიდან მოშორება ჯერ კიდევ არჩევნების დროს სურდა, როდესაც სიის პირველ ნომრად სანდრა რულოვსი წარადგინა. მას ეს ხალხი უკვე აღარ უნდოდა, რადგანაც მათ პარტიაში გარკვეული სახის ამბიციები გაუჩნდათ და ცალკე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს.

რაც შეეხება უგფულავას ლიდერობას, მაინც მგონია, რომ მის უკან მთავარი ყოველთვის გიგა ბოკერია იქნება, რომელიც მთავარი მოთამაშის როლს ფარულად შეასრულებს.

მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც მალე დაიშლება და „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს გაიზიარებს. იქ დარჩენილ ადამიანებს, რაიმე ქმედით-პოლიტიკური ამინდის შექმნა არ შეუძლია.  მითუმეტეს იმ ფონზე, რომ სააკაშვილი ქვეყანაში ვერ ჩამოდის და პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად ვერ ერთვება“, -ამბობს ძაბირაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს 15 საათზე, ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათ სააკაშვილმა პასუხი საკუთარ ფეისბუქზე გასცა.

”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას უკვე ახალ პოლიტიკურ გაერთიანება ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.

პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

მიხეილ სააკაშვცილის მხარეს კი 6 დეპუტატი დარჩა, ესენი არიან: ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. ხოლო აზერ სულეიმოვს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ნაციონალების“ დაშლის პროცესი კიდევ უფრო ციხიდან პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავას მოულოდნელმა გათავისუფლებამ დააჩქარა.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2016 წლის 4 ნოემბერს, ციხიდან გამოგზავნილი ღია წერილით, სწორედ თბილისის ყოფილმა მერმა დაუდო სათავე დისკუსიას, რომ  პარტიის მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება უნდა მომხდარიყო.

უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პარტიის სხვა ლიდერებთან, მათ შორის, სააკაშვილთან კომუნიკაციის შემდეგ, უგულავამ საბოლოო დიაგნოზი უკვე დასვა. მან სააკაშვილის მომხრეებს – „ბიბლიოთეკის უკლონისტები“, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – დანგრეული უწოდა.

ღია დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ საარჩევნო სიის ფორმირებისას დაიწყო და განსაკუთრებით გამწვავდა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ. პარტიამ 477 053 ხმა მიიღო და პარლამენტში მხოლოდ 27 დეპუტატის გაყვანა შეძლო.

ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა 11 ოქტომბერს, პოლიტსაბჭოზე, კენჭისყრის დროს „ბოკერიას გუნდმა“ გაიმარჯვა. საბოლოოდ, ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლას, მხოლოდ, სააკაშვილის მეუღლემ – სანდრა რულოვსმა გამოუცხადა. .

ლიკა ბერიკაშვილი

იტვირთბა....