aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

82 წლის ქალი, რომელიც ბინიდან გამოასახლეს, ამბობს, რომ სცემეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, ამბობს, რომ ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს. ამის შესახებ ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ყვება. 82 წლის ქალი პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 82 წლის ქალის სავარაუდო ცემაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობს. მან ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ბინა რამდენჯერმე გაიყიდა და საბოლოოდ იგი ტერუნის კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია. ტერუნის თქმით, შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება.

ალექსანდრა ტერუნი ორი დღის წინ ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი სახლში. ბინა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.

ქონებრივი დავის გარდა, ტერუნის ცემის ფაქტსაც განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკურ ძალადობას გამოძიება ბინის კანონიერი მესაკუთრის დას, სოფიო გეგუჩაძეს ედავება.

იტვირთბა....