aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

7 მაისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მაისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, რომლის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

სააგენტოს ინფორმაციით, დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +26, +31, მთაში – +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 7 მაისამდე, ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამისა და საღამოს საათებში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

იტვირთბა....