aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„ქართული მარშის“ 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული მარშის“ დაკავებული 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა, – ასეთი განცხადება გააკეთა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, გიორგი ონიანს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე, 126-ე და 239-ე მუხლების დარღვევა, ლუკა ნაცვლიშვილს – 187–ე და 239–ე მუხლების, ხოლო დანარჩენ სამ აქტივისტს: მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილსა და ირაკლი დოლენჯაშვილს 239–ე მუხლის დარღვევა.

როგორც ჯავახიშვილმა თქვა, აქტივისტების მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავდა და შესაბამისად, ადვოკატი სასამართლო პროცესზე მოითხოვს, რომ ბრალდებულების მიმართ საერთოდ არ მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება.

ადვოკატი პირიქით ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“–ის დაცვის თანამშრომლებმა სცემეს „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, რის გამოც მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში მოხვდნენ.

შეგახსენებთ, 18 მარტს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” .

გაბუნიას განცხადებას “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ისინი ტელეკომპანიის ეზოში შეიკრიბნენ, სადაც ჟურნალისტებთან დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....