aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა – დაწყებულია გამოძიება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადა, რომლის თანახმადაც 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

„მიმდინარე წლის 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩა N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ამ ეტაპზე დაადგინა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით უცენზურო სიტყვები მიწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ.

მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან N 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

იტვირთბა....