aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“5 წუთის დანიშნული რომ ვიყო პრემიერად, 5 წუთში გავზრდი პენსიას 50 ლარით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პენსიას წელსვე 50 ლარით გაზრდის.

“შემოსავალი უნდა იყოს სოციალური და არა  ქონებაზე დამოკიდებული. ამას დიდი ფილოსოფია არუნდა. ეს მარტივი ცვლილებაა და ჩვენი ერთ-ერთი დაპირება. სოციალურების სისტემის შეცვლა და ოჯახებისთვის დაბრუნება, რომელსაც  მოუხსნენს დახმარება.

ასევე იგეგმება პენსიის  წელსვე 50 ლარით გაზრდა. 50 ლარს რატომ ვამბობ? ეს არის ის რაც არის გათვლილი და რეალური. მე არ მიყვარს ისეთი დაპირება, რომ იძახი და ვერ აკეთებ. ვიღაცამ ახლა  დღეს, რომ მითხრას შენ, 5 წუთით გნიშნავ პრემიერად, აბა შედი და გაზარდე. 5 წუთში გავზრდი პენსიას 50 ლარით. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი რას უნდა მოაკლო, რას უნდა და გადაანაცვლო, რომ პენსია და სოციალური აღადგინო ეგ ვიცი ზუსტად.

500 ლარი რომ გითხრათ, 500 ჯობია 50 ლარს მაგრამ ამას ვერ გავაკეთბ, ვერ შეგპირდებით 50 ვიცი. ამიტომ ეს კონკრეტული თემები კონკრეტული საკითხები, სოციალურები, პენსია, სამსახური, პირობების გაუმჯობესება, იგივე თურქეთში, უცხოეთში მიმავალი ხალხისთვის ეს ყველაფერი არის კონკრეტული თემები ხალხო და ყველა პოლიტიკა თუ არ დადის კონკრეტულ თემებამდე არის ცუდი პოლიტიკა.

ამიტომ არ გელაპარაკებით მე დღეს საგარეო პოლიტიკაზე, პრეზიდენტის მთავარი საქმეა საგარეო პოლიტიკა, ხალხო , მაგრამ არ გელაპარაკებით არაფერს. არც ნატოზე არც ევროკავშირზე, არც საგარეო პოლიტიკაზე. ეს ჩემი საქმეა ვიცი და გავაკეთებ” – განაცხადა ბაქრაძემ.

იტვირთბა....