aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 მარტის დენის გრაფიკი: თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს, 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის და ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....