aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა შენდება რიონზე: “პარლამენტს თუ ჰყავს 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არჩევნებისათვის ხელისუფლებას მდიდარი ადამიანები სჭირდება და მათ კიდევ უფრო გამდიდრებას უწყობს ხელს” – ასეთი განცხადება გააკეთა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ, ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მშენებარე “არგოსა” და რუსთაველის ხიდს შორის ტერიტორიის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილებას.

ვის ეკუთვნის აღნიშნული ბიზნესი? ქათამაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია “არგოს” მფლობელებს გადაეცემა. მისი განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკა ლატარიას ბიზნესია. მას თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი ძალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა.

“საზოგადოების წინაააღმდეგობა გამოიწვია “ოქროს ჩარდახთან” კაფე-ბარის  მშენებლობისათვის ტერიტორიის გადაცემამ. ამის მიუხედავად, მერიამ პოზიცია არ შეიცვალა და აიგო უსახური შენობა, ახლა კი დარჩენილი ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს, რომელსაც ცხადია, “არგოს”  მფლობელი ნიკა ლატარია შეიძენს. არჩევნებისათვის ხელისუფლებას ჭირდება მდიდარი ადამიანები და მათ კიდევ უფრო გამდიდრებას უწყობს ხელს, პარლამენტში თუ არის 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ… ქუთაისში ყველაფერი იყიდება”, -განაცხადა ნატო ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ქალაქის მერი შოთა მურღულია ამბობს, რომ ტერიტორიის შეძენის სურვილი “არგოს” მფლობელებს მართლაც აქვთ. ტერიტორია აუქციონზე წინაპირობის გარეშე გავა, შესაბამისად, რა დანიშნულებით მოხდება მისი გამოყენება, მფლობელის გადასაწყვეტია.

იტვირთბა....