aviabiletebi
მსოფლიო საზოგადოება

მაკრონის მეუღლე მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიო მედია აქტიურად განიხილავს საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი კანდიდატის ემანუელ მაკრონის პირად ცხოვრებას- 39 წლის მაკრონის მეუღლე ბრიჟიტ ტრონიე, 64 წლისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი 17 წლის იყო, როდესაც ბრიჟიტის ლიტერატურის გაკვეთილებს ესწრებოდა და ამ ასაკშივე თავის მასწავლებელს უთხრა, რომ მომავალში მას ცოლად აუცილებლად მოიყვანდა.

დიდი ხნის განმავლობაში, წყვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 2007 წელს ბრიჟიტ ტრონიე მეუღლეს გაშორდა და ცოლად მაკრონს გაჰყვა.

ცოლ-ქმარს საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ბრიჟიტის შვილები საკუთარივით უყვარს.

საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.

ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....