aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

36′-მდე სიცხე სანაპირო ზოლზე: უახლოესი ამინდის პროგნოზი საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 – 29 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

30 აგვისტოს დღის საათებში ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 2 – 3 გრადუსით დაიკლებს.
27 – 30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

იტვირთბა....