aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს გამოუყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ევროკავშირი საქართველოს, საჯარო მმართველობის რეფორმირებისთვის, 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, – ხელშეკრულების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

“ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს და მმართველობის პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”. – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....