aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ამ კაცს დღესვე უნდა ჩააწყვეტინონ ხმა”: 3 მაღალჩინოსანი, რომელიც უნდა გადადგეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმის გამო საქართველოს ხელისუფლების სამმა მაღალჩინოსანმა – შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
„ეს კარიკატურული ფიგურა, ჯეჯელავაზე, ნება მიბოძეთ ორი სიტყვა გითხრათ, რას აკეთებს ახლა სინამდვილეში ჯეჯელავა. ჯეჯელავა არ ცდილობს საქმე მოაგვაროს. ის ცდილობს, რომ ინტელექტუალური ფეიერვერკი მოგვიწყოს და თავისი ასე ვთქვათ, გონებამახვილობით გადაფაროს ეს საშინელი ამბავი. ის ამბობს ასეთ რამეს – კაცი თუ კანონის დასარღვევად მიდიოდა, პასპორტს არ წაიღებდა და მეო მაგალითად პასპორტი სახლში მაქვსო, ამით რას ამბობს, რომ თვითონ კანონის დარღვევას აპირებს თუ რა ჰგონია? მე ვფიქრობ, რომ მას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. ანუ რაღაცას ამბობს ამით, უნდა ვიღაცას ასიამოვნოს. ეს ვიღაცა ალბათ ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგეთ. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის მხრიდან, ეს არ არის არც ცინიზმი, არც არაფერი. ეს არის აღვირახსნილი თავხედობა კაცისა, რომელმაც წერა-კითხვა ვერ ისწავლა, მიუხედავად ამისა, დანიშნეს განათლების მინისტრად, რომელსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ ეს ინტელექტი არ აქვს არანაირი ცოდნით შევსებული, თუ ქართველ პოეტს დავესესხებით, ჰგავს უხორთუმო სპილოსა, ჭკვიანი კაცი ბრიყვია, ეს მასზეა ნათქვამი… ჯეჯელავას ლოგიკითაც კი საქართველოს ხელისუფლება მათემატიკის დაბალ დონეზე“ – ასეთი განაცხადა გააკეთა ლევან ბერძენიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.

„აზერბაიჯანული პრესა წაგვიკითხა შინაგან საქმეთა მინისტრმა. აბსოლუტურად დამალულია და საერთოდ არაფერი არ ეხება უშიშროების სამსახურს და ჯეჯელავა აკეთებს ცინიკურ განცხადებებს. ეს სამი კაცი სასწრაფოდ გადასაყენებელია. ეს ერთი შეცდომაა, რომ არ არის გაკეთებული. მეორე შეცდომა გახლავთ ის, რომ იმ მოქალაქეს, რომლის ქმარი დღისით-მზისით ქალაქში გაიტაცეს, ახლა სთავაზობენ მოქალაქეობას, რომელსაც უკვე უარი უთხრეს, შენო საშიში ხარო და ნებართვას ვერ მოგცემთო ბინადრობის, ახლა ეუბნებიან, რომ მოქალაქეობას მოგცემთო და თან ამას ეუბნება ის ძალა, რომელსაც მოქალაქეობის მიცემის უფლება არ აქვს, ანუ ჩვენო მივმართავთო პრეზიდენტს. ქალბატონმა ლეილამ თქვა, რომ არ მინდა ეგო, იმიტომ, რომ ახლა ამის გაკეთება ღალატია საკუთარი ქმრის… ეს არის ყალბი ზრუნვა წამხდარ საქმეზე და რა წახდა, ხომ ხვდებით? – საქართველოს ხელისუფლების იმიჯი არავის არ ადარდებს მთელ მსოფლიოში, არც საქართველოში როგორც ჩანს – საქართველოს ღირსება, ქვეყნის ღირსება, სადაც ნათქვამია, ვის გაუყიდავს სტუმარი? ამ ხალხს, განათლების მინისტრს რომ არ აქვს წაკითხული, თვითონ ტრაბახობს იმით, რომ წიგნები არ უყვარს და არ კითხულობს, გავიგეთ, მაგრამ ახლახან აღვნიშნეთ 850 წლისთავი „ვეფხისტყაოსნის“, იფიცებენ, რომ ვაჟა-ფშაველას დიდი მოყვარულები არიან, 200 წლისთავია ბარათაშვილის და უნდა აღვნიშნოთო – არ წაუკითხავთ, ესენი რას ამბობენ მეგობრობაზე, თავდადებაზე, უცხო კაცზე, სიყვარულზე?!“ – ამბობს ბერძენიშვილი.

 

 

„ამ კაცს დღესვე უნდა ჩააწყვეტინონ ხმა. როდესაც ადამიანს ავადმყოფური წარმოდგენები აქვს, არ შეიძლება ეს მთელი ქვეყნის იმიჯი ამ კაცს მიჰყავდეს. სპიკერი მაინც გამოცვალოს მთავრობამ ახლა, გასაგებია, რომ ამ სამი კაცის გადაყენება აუცილებელი ამოცანაა, აუცილებლად მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, რომელიც დავიწყებას მიეცემა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

იტვირთბა....