aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

25 წლის გოგონა ქუთაისში ძალადობის მსხვერპლი გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში მცხოვრები თინათინ ადეიშვილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ამჟამად მისმა ძმამ მიაყენა. ინფორმაციას “რუსთვი2” ავრცელებს.

დაპირისპირების მიზეზი გოგონას მეუღლის დაკავება გახდა, რომელიც სამართალდამცავებმა მასზე ძალადობის ფაქტზე 19 ივნისს დააკავეს.

დაზარალებული აცხადებს, რომ ძმა, ბიძაშვილი და მეუღლე  ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„რაღაცა ბერკეტი უნდა არსებობდეს, მარტო ქმარი არ არის მოძალადე, არის ძმაც, ფსიქოლოგიურად, ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაც. ქმარს გაშორებული ჩვენ არ გვჭრდება სახლში, ძაღლებთან წახვედიო,“ – ამბობს თინათინ ადეიშვილი.

გოგონამ მომხდარის შემდეგ საპატრულო პოლიციას მიმართა და თავშესაფარში გადაყვანა მოითხოვა.

დაზარალებული 3 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. საქმეში  უკვე ჩაერთო სოციალური სამსახური.

იტვირთბა....