aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

24 ოქტომბერს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 24 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

“გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გერგეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....