aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

206-ე საბავშვო ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაკითხვაზე დაიბარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს.

როგორც ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა აცხადებს, საბავშვო ბაღებში შესაძლოა ე.წ. მოძრავი გისოსები დამონტაჟდეს.

შეგახსენებთ, გუშინ ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში იქნა გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. მას ფილტვის დაზიანება და მოტეხილობები აღენიშნება. ექიმის თქმით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით. 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა. დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გოგონა უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

იტვირთბა....