aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

206-ე ბაგა-ბაღის დირექტორს და აღმზრდელებს უფლებამოსილება შეუჩერდებათ: თბილისის მერია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერია 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის.

თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან”- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. დაზარალებული ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვი ამ დროისთვის კონტაქტურია.

შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....