aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2017 წელს საქართველოში 9 თვეში 22 ქალი მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქსტატის 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს თბილისის მასშტაბით ოჯახში ძალადობის 1 750 მსხვერპლი და 1 693 მოძალადე დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, შემდეგ პოზიციაზე იმერეთის რეგიონია, სადაც ოჯახში ძალადობის – 562 მსხვერპლი და 504 მოძალადე ფიქსირდება. 462 მსხვერპლით და 442 მოძალადით შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

ოჯახში ძალადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშიც, გურიასა და მცხეთა მთიანეთშიც.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ასაკობრივ ჭრილს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-44 წელზე მოდის, ყველაზე დაბალი 17 წლამდე. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით 25-44 ასაკობრივ ჭრილში 2 160 მსხვერპლი და 2 432 მოძალადე ფიქსირდება, 17 წლამდე – 160 მსხვერპლი და 3 მოძალადე, 17-24 ასაკობრივ ჭრილში 410 მსხვერპლი და 182 მოძალადეა დაფიქსირებული, ხოლო 44 წლამდე 1 348 მსხვერპლი და 1 258 მოძალადე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, გარდა იმისა, რომ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, მას ასევე ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს.

იტვირთბა....