aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი – 6,3 მილიონი ტურისტი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი – 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან დადებითად შეაფასა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დასახელება და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

”ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დასახელებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ეს სექტორი მომავალშიც გააგრძელებს დინამიურად განვითარებას, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება და მხარს დაუჭერს ყველა ქვეყანას, ასოცირებულ თუ შვილობილ ორგანიზაციას.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევის შემთხვევაში ელჩი პოლოლიკაშვილი იქნება ღირსეული მემკვიდრე, რომელიც სათანადოდ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. გამოვთქვამ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს მას,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....