aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2012 წელს ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გავრცელებულმა ჩანაწერებმა, სადაც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია.

“არაა დაფარული, რომ არა გაცხადდეს – ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში შეეცადა ბიზნესის დარეკეტებას, მაგრამ არ გამოუვიდა, ეს ანაბრების ქურდი და შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

გაიქცა ინგლისში და შემდეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის.

2012 წელს ახლა ყველაფერი ნათელი ხდება ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით,თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა.

მერე ივანიშვილმა ერს დაუფასა. ჩხარტიშვილი დააბრუნეს და მისცეს უამრავი ქონება მიწები საწარმოები ბიუჯეტისა და სხვა ბიზნესმენების ხარჯზე, ქართველი ხალხის საკუთრების ხარჯზე.

ახლა ჩვენ გვიტარებენ მეორე რუსულ სპეცოპერაციას სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ასევე ძალიან აქტიურია ჩხარტიშვილი, რომელიც გახდა, ფარცხალაძესთან ერთად და უჩასთან ერთად ივანიშვილის მთავარი რეკეტიორი და ახლა უკვე საბოლოოდ უნდა მოამთავრონ ქართული სახელმწიფო.

ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებს, შმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში

საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ღირსება, საქართველო ვეღარ უნდა დაამცირონ ვეღარ უნდა მოატყუონ ვეღარ უნდა ჩაკლან ის სიღარიბეში. ჩვენა მ სიღარიბიდან ამოვალთ აუცილებლად, ჩვენ ვიქნებით. სწრაფად განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიული მექანიზმებით,პირდაპირი დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით,ხალხის თანასწორობით და ხალხის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლებით, ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ფარულ ჩანაწერების მიხედვით, რომელიც “რუსთავი 2”-მა გაავრცელა, ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას ცდილობდა.

 

იტვირთბა....