aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2008 წლის აგვისტოში შეშლილი სააკაშვილის ქმედებები სახელმწიფო ტრაგედიის მიზეზი გახდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში შეშლილი სააკაშვილის ქმედებები სახელმწიფო და ადამიანური ტრაგედიის მიზეზი გახდა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დამნაშავეა და ამისთვის უნდა დაისაჯოს. თუ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება გვსურს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია და ტრაგიკული შეცდომა იქნება დასჯილი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მშვიდობის ხიდების აღდგენა. ამიტომ ვითხოვდი, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ აღადგინოს სამართლიანობა და აღძრას საქმეები არა სააკაშვილის პიჯაკებზე, არამედ აგვისტოს ომზე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, ომის დაწყების გადაწყვეტილებისკენ სააკაშვილს აშშ-მა უბიძგა.

„სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ აშშ, კერძოდ კი ჯორჯ ბუში ჰაერში გამანადგურებლებს აწევდა და რუსულ ჯარებს დაბომბავდა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

იტვირთბა....