aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

20 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩებს შეეხება, 11:00-დან 13:00 საათამდე – მუხიანის II მიკრორაიონს, 10:00-დან 18:00 საათამდე – აკაკი წერეთლის გამზირს, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის და მეტრეველის ქუჩებს, 11:00-დან 18:00 საათამდე – ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩებს, 10:00-დან 18:00 საათამდე – ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და კუტუზოვის ქუჩებს, 11:00-დან 14:00 საათამდე – პეკინის გამზირს (ნაწილობრივ), ხვიჩიას, კოსტავას, შარტავას, იოსებიძის და საბურთალოს (ნაწილობრივ) ქუჩებს, 10:00-დან 18:00 საათამდე – დაბა წყნეთს, მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩებს, 10:00-დან 18:00 საათამდე – თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვეზიროვის, გორგასლის, ბერძნის, გრიშაშვილის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბარათაშვილისა და სულხანიშვილის ქუჩებს, 11:00-დან 17:00 საათამდე – ორხევის დასახლების, ჭიჭინაძის და გუგუშვილის ქუჩებს.

ამასთან, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტალი, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების X მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალი, მესხის, ხუდადოვის, კელაპტრიშვილის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ანაპის 414-ე დივიზიის, ლევან რჩეულიშვილის, ჩარგლის და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხუდადოვის, მესხის, სტურუას, ღუდუშაურის, ჩხიკვაძის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, მანჯგალაძის, დადიანის, მახალდიანის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩებს, 10:30-დან 17:00 საათამდე – ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, გელოვანის და პატარძეულის ქუჩებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება

იტვირთბა....