ახალი ამბები კულტურა მთავარი

ფიროსმანის ნახატი დღეს, “სოთბიზე” 2 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი “ქალი ლეჩაქით” სოთბის აუქციონზე დღეს, 27 ნოემბერს,  2 230 000 გირვანქა გირვანქა სტერლინგად (დაახლ. 7 615 000 ლარად) გაიყიდა.

ტილოს საწყისი ფასი გაცილებით ნაკლები – 500-700 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

ნამუშევარი რუსული ნახატების სექციაში იყო განთავსებული, თუმცა ვებგვერდზე ასევე მითითებული იყო ნიკო ფიროსმანის წარმომავლობა, მისი ბიოგრაფია და საინტერესო ცნობები მხატვრის ცხოვრებიდან.

უშუალოდ აღნიშნულ ნახატთან დაკავშირებით საიტზე ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის ისტორიას ვკითხულობთ, რომელიც ფიროსმანის ნამუშევრებს 1928 წელს, მოსკოვში ვიზიტისას გაეცნო:

“ცვაიგმა შეიძინა ნახატი ამ მოგზაურობისას და მალე მისი საყვარელი ნამუშევარი გახდა. ის ეკიდა მის სახლში, ზალცბურგში, ავსტრიიდან მის ემიგრაციამდე, 1934 წლამდე, ბრაზილიაში, ლონდონისა და ნიუ იორკის გავლით.
…ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ, 1942 წელს, ნახატი მისი პირველი ცოლის, ფრიდერიკ მარია ცვაიგის საკუთრებაში დარჩა მანამდე, სანამ მას დოქტორ ჰარი ზონს აჩუქებდა 1953 წელს. დოქტორმა ზონმა, ცვაიგის საერთაშორიო საზოგადოების დამაარსებელმა და ფრიდერიკის მეგობარმა, ნახატი ნიუ იორკის ფრედონიის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიბლიოთეკაში მდებარე ცვაიგის ოთახს შესწირა 1981 წელს, სადაც აღნიშნულ აუქციონამდე რჩება”.

netgazeti.ge

სხვა ამბები

სერგეენკო: “სისხლის ბანკი” ცდილობს, უბედური შემთხვევა გამოიყენოს, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც კომერციულად გაყიდის

newsadmin

ლიეტუას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა

newsadmin

Human Rights Watch – ადამიანის უფლებები საქართველოში 

newsadmin

“მთელი ქალაქი ბომბზე ზის, რაც დიდ დიღომში მოხდა მონაგონი იქნება” – ანზორ საკანდელია

newsadmin

Facebook-მა რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში ჩართული გვერდები წაშალა

newsadmin

„ლ ჯგუფის“ ადვოკატი – „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი მშენებლებზე გადატეხოს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა - გადაწყვეტილება პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მიიღო. 16 იანვარს, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა... ნახე სრულად..