aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ქობულია: თუ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას, ლარი გამყარდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას შეფასებით, ლარს ფუნდამენტური პრობლემები არ აქვს.

როგორც მან “იმედის”ეთერში განაცხადა, სახელმწიფო ვერ ხედავს ქვეყნიდან დოლარის გაცემის საჭიროებას.

“ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ჩვენთან ნაკლები დოლარი შემოდის, ან ბევრად მეტი დოლარი გადის. ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა იმპორტი და გვჭირდება დოლარების გაცემა ქვეყნიდან. ვერ ვხედავთ ასევე იმას, რომ ჩვენი ექსპორტი შემცირდა… ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ვალუტის ნაკლებობაა ქვეყანაში და ამიტომ ლარი იაფდება… ამიტომ, არის მოლოდინი, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას. პროგნოზების გაკეთება არ არის კარგი საქმე, მაგრამ, ჩემი აზრით, ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს მომავალში, თუ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და ჩვენ ამის ღრმა რწმენა გვაქვს“, – განმარტა ქობულიამ.

იტვირთბა....