ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდის დღე: რას გეგმავს საპატრიარქო

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

17 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იგეგმება მსვლელობა და ასევე 400-მდე წყვილის საყოველთაო ჯვრისწერა. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, აღნიშნული ეხებათ წყვილებს, რომელთაც ოჯახი ადრე აქვთ შექმნილი, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ.

“17 მაისი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღეა. წელს უკვე მეხუთედ აღნიშნავს ჩვენი ხალხი ამ ზეიმს.

საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, ჩვენთანაც, ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც საზოგადოება სიხრულით აღნიშნავს მას.

მოგეხსენებათ, 12 მაისს საქართველოს ეკლესიაც და სახელმწიფოც ზეიმობს აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით წმ. ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლას.

ორი დღით ადრე, 10 მაისს, ტრადიციულად ხდება აწყურის ღვთისმშობლის ხატით საქართველო თურქეთის საზღვრის გადმოკვეთა და შემდეგ მსვლელობა თბილისისკენ, კერძოდ 11 მაისს ხატი დაბრძანდება ბათუმში; 12 მაისს საზეიმო წირვა ტარდება ხულოში, სადაც I ს-ში დამკვიდრდა აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი, 13 მაისს საზეიმო წირვა აღევლინება ახალციხის რაიონში, აწყურის ტაძარში, სადაც იმთავითვე ყოვლადწმინდა მარიამის ნებით ბინა დაიდო ამ სასწაულთმოქმედმა ხატმა. 14, 15, 16 მაისს კი მსვლელობის შეჩერების ადგილებია: ბორჯომი, ხაშური, გორი, სვეტიცხოველი. 17 მაისს ხატი შემობრძანდება თბილისში.

ასე რომ, მთლიანი ციკლი მოიცავს ერთ კვირას.

წელს ეს გრაფიკი, გამონაკლისის სახით, დაირღვა, რადგან წელს დაგეგმილია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნა მახათას მთაზე. ამიტომაც მთელი წლის მანძილზე ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 17 მაისს ერთად შემობრძანდებიან თბილისში.

მოგეხსენებათ, წელს გამონაკლისია იმ თვალსაზრისითაც, რომ 17 მაისი დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს, რაც ამ ზეიმს სახალხო სახეს სძენს. ამიტომაც სხვადასხვა ეკლესიებში წირვის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 11:30 საათისათვის ხალხი შეიკრიბება ვარდების მოედანზე (სასტუმრო ,,რედისონთან”); აქ დახვდებიან ისინი სვეტიცხოვლიდან მობრძანებულ ხატებს და 12:00 საათზე რუსთაველის გამზირის გავლით, გამოემართებიან ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ, სადაც 10:00 საათიდან ჩატარდება საზეიმო წირვა მღვდელმთავრების მონაწილეობით. ქაშვეთთან დაილოცება 300-მდე ოჯახიც, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავთ (გასულ წლებში დაილოცა 7 და მეტი შვილიანი ოჯახები).

ქაშვეთთან შეკრებილნი მიეგებებიან მსვლელობის მონაწილეებს, გადახდილი იქნება პარაკლისი და შემდეგ ყველანი ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მათ კათოლიკოს-პატრიარქი დახვდება.

როგორც უკვე გაცხადდა, ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ჯვარს იწერს 400-მდე წყვილიც, რომელთაც ოჯახი ადრე აქვთ შექმნილი, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ. ასეთ მეუღლეთა ჯვრისწერები წელიწადია მიმდინარეობს და ამაღლების ზეიმზეც გაგრძელდება.

უშუალოდ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ჯვარს დაიწერს 40-ზე მეტი წყვილი და შემდეგ ისინი კათოლიკოს-პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და აქ მყოფ მრევლთან ერთად შეეგებებიან მსვლელობის მონაწილეთ.
სამების საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობა კიდევ ერთხელ დალოცავს შეკრებილთ, მიულოცავს ამაღლების დღესასწაულს და აკურთხებს სრულიად საქართველოს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანის, ისე ნებისმიერი სარწმუნოების წარმომადგენლისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენს მსვლელობებში მონაწილეობას სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც იღებდნენ და ვფიქრობთ, ეს წელსაც ასე იქნება”- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია გაიმართება. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..