aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

16 მარტს, ვაკის რაიონში გაზმომარაგება შეიზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, პარასკევს, 16 მარტს, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, წყნეთი – ახალდაბის ტყე პარკის №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”- აცხადებენ “ყაზტრანსგაზ-თბილისში”.

იტვირთბა....