aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა უნდა იყოს მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების განუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩემს გამოსვლაში არაერთხელ აღვნიშნე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე საჭიროა საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლის გაზრდა და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს აქვს უნიკალური როლი და ამ მიმართულებით ჩვენი კომუნიკაცია იქნება ძალიან ინტენსიური“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

 

იტვირთბა....