aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

13 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი  და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რ.მ. 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14 წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი  ქმედება.

სამართალდამცველებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს  ქ.თბილისში დააკავეს. რ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება 14 წლის მიუღწეველთან) და  141-ე მუხლის  1-ლი ნაწილით  (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო  სასამართლომ  რ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 12 წლით  თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

 

 

იტვირთბა....