aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

“126-ე მუხლის პირველი ნაწილის კი არა, გაცოფებული სპილოსი არ მეშინია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შსს გამოძიება დაუწყია, ჩემს მიერ სუსის პროვოკატორ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე და მევე მთხოვს ვიდეო ჩანაწერებს.
მე კი მოგცემთ ჩანაწერებს, მარა მოქალაქეს თუ ვცემდი და დანაშაულს ჩავდიოდი, იქვე 200 პოლიციელი რომ იდგა და 20 პატრულის ეკიპაჟი თავის სამხრეებით, რას შვრებოდნენ?
და 500ზე მეტი მოწმე და ყველა ტელევიზია? ერთი კადრი მაინც არსებობს “ცემის” ან ერთი მოწმე?
სამხარაულის ექსპერტიზის ცნობაც ქონიათ და მაგ აგენტ-პროვოკატორი ჩემამდე ან მერე თუ “აცემინეთ” ვინმეს, არ ვიცი და ცალკე სამხარაულის ექსპერტიზას რო ნდობა აქვს, მაგაზე მაღალი ამინდის პროგნოზს აქვს.
კერეთ, კერეთ საქმეები. ბოლოს ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, მაგასაც ვნახავთ. 126-ე მუხლის პირველი ნაწილის კი არა, გაცოფებული სპილოსი არ მეშინია, თქვე უდღეურებო.” – წერს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე მთვარისა ნავერიანი პროკურატურისგან “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წაყენებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მან საკუთარ უფლებადამცველთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ნავერიანის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, პროკურატურას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას აჭიანურებს.

ინციდენტი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა

იტვირთბა....