aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

123 აბი და 5 ნატეხი „სუბოქსინი“: დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. ინორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 123 აბი და 5 ნატეხი „სუბოქსინი“, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

იტვირთბა....