aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

1200 ლარი კაკლის ხეების მოჭრის სანაცვლოდ: საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი ამხილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე,  ერთი პირი ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა – პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა – განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს  1 200 ლარი გამოართვა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

იტვირთბა....