aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ არ შემცირდება არასრულწლოვანთა ასაკი, რომელთაც დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„პრობლემა არის ის, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ იურიდიული ჩარჩოს მიღმა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება – ეს არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 12-14 წლამდე ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, უბრალოდ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა. პირველ რიგში, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობა, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არის ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელი. ფაქტობრივად რეფერირების კომისია ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული, ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც არის სამტრედიაში. მისი ინფრასტრუქტურაც ვერ უძლებს კრიტიკას.

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთობლივად იმსჯელებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით. მსჯელობა შეეხება როგორც რეფერირების სისტემას, ასევე, მანდატურის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას და რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსური მიდგომა.

საჭიროა რეფერირების სისტემის და კომისიის დახვეწა, ასევე ინფრასტრუქტურა.
არა მხოლოდ სამტრედიის დაწესებულება, არამედ, როგორც მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულება დაგვჭირდება აღმოსავლეთ საქართველოში და ეს უნდა იყოს მოკლე პერიოდში სერიოზული მსჯელობის საგანი. საკითხი ეხება ბავშვებს, რომელიც ჩვენი მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება არის დიდი პასუხისმგებლობის თემა. ყველა სახელმწიფო ორგანომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმუშაონ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....