aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

​დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: კარგია, რომ საზოგადოების აზრს ითვალისწინებს ხელისუფლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე განცხადებით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტიდან გაწვევა სასიხარულოა.

მისი თქმით, მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაში საპატრიარქო კვლავ იქნება ჩართული.

„კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა კულტივაციას, იქნება გაწვეული და ეს არის ძალიან სასიხარულო, რადგანაც გამოჩნდა მთელი საზოგადოების დამოკიდებულება. ძალიან კარგია, რომ საზოგადოების აზრს ითვალისწინებს ხელისუფლება. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენს არგუმენტებზე და დღეს ამას აღარ დავბრუნებივართ.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციების ნაწილში ამ კანონპროექტის განხილვისას ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად იყოს დარეგულირებული, რადგან ძალიან არასახარბიელო გარემო შეიქმნა იმის გამო, რომ აქ არის ასეთი ვაკუუმი.

მთავარი ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზიანდეს ნარკოტიკებით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ და მნიშვნელოვანია, ეს არის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების უფრო მაღალი ლეგიტიმაციით მიღება, რომ შეიზღუდოს გადაწყვეტილების ორი კაცის მიერ მიღება. არ ვიცი, რას აირჩევენ, ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ მოსამართლეების კოლეგია შედგებოდეს უფრო მრავალრიცხოვანი მოსამართლეებისგან, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს შს. მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მთავრობა მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გაიწვევს.

იტვირთბა....