aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჯონ, ეს არის ბრძოლა და შენ არასოდეს დანებდები…”: სააკაშვილი ჯონ მაკკეინს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სენატორ ჯონ მაკკეინის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასთან ურთიერთობის, მისი თქმით, მნიშვნელოვან მომენტებს იგონებს. მისი ინფორმაციით, ის და მაკკეინი დიდი ხნის წინ დამეგობრდნენ და ერთმანეთთან სტუმრად რამდენჯერმე არიან ნამყოფი.

“როცა რუსებმა საქართველოს დაბომბვა დაიწყეს, მან პირველად დამირეკა და მითხრა, მიშა, ეს არის ბრძოლა და არც შენ და არც მე არასოდეს დავნებდებითო. მაედნის პერიოდში, მე მას ვთხოვე, რომ გადაედო შეხვედრები და ჩამოსულიყო კიევში. იგი ასეც მოიქცა. მერე დამირეკა და მადლობა გადამიხადა, მითხრა, ეს იყო საუკეთესო მოგზაურობა ჩემი სიცოცხლის მანძილზეო. ჩემ უდიდეს მეგობარს, გუშინ, დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. დღეს მე მას მინდა ვუთხრა: ჯონ, ეს არის ბრძოლა და შენ არასოდეს დანებდები… დადექი, ჩვენი ყველას სახელით” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სენატორ ჯონ მაკკეინს გუშინ უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.

იტვირთბა....