aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯოზეფ სმიტი: ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯოზეფ-ალექსანდრე სმიტი მესამე ადგილზე გავიდა. თუმცაღა, ის განაგრძობს თბილისზე ზრუნვას და, პირველ რიგში, აპირებს საბურთალოს რაიონის უბნები თავისი პლაკატებისგან გაწმინდოს.

ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს.

“სიმართლე გითხრათ უფრო მეტი მოლოდინი მქონდა. მე არ მქონდა რესურსი ჩამეტარებინა წინასწარი კვლევა, თუმცა ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. რამდენიმე თვის წინ სრულიად უცნობი სახე ვიყავი ქართულ პოლიტიკაში. რომ მოვიპოვე 14% საბურთალოზე ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება და დიდი მიღწევაა, რაც შეეხება გეგმებს აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას სხვა გზით. კარდაკარ სიარულისას შევაგროვე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მოვისმინე ბევრი პრობლემის შესახებ საბურთალოზე და აუცილებლად დავიწყებ ამ პრობლემებზე მუშაობას, სხვათაშორის დღესვე შევუდგები ქუჩის დასუფთავებას ჩემი საარჩევნო პოსტერებისგან. ამ ფორმით ვიწყებ საბურთალოზე ზრუნვას. დავუბრუნებ საბურთალოს წინასაარჩევნო სახეს-ეს არის ჩემი ყველაზე ახლო გეგმა. ამ ეტაპზე საპარლემენტო არჩევნებზე არანაირი გეგმა არ მაქვს მთავარია დავიწყო მუშაობა უბნის დონეზე მოსახლეობასთან“- ამბობს სმიტი.

საბურთალოს № 03.05 მაჟორიტარობის ოლქში, სადაც ჯოზეფ სმიტი კენჭს იყრიდა ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა:

2. მარიამ რამინაშვილი – 1483 (7.71%)

3. თამაზ წურწუმია – 527 (2.74%)

5. ნინო კვიტაიშვილი – 2943 (15.29%)

8. მალხაზ მაისურაძე – 768 (3.99%)

10. ბესარიონ ზაქარიაძე – 368 (1.91%)

17. მამუკა მელიქიშვილი – 72 (0.37%)

20. თეიმურაზ მურვანიძე – 208 (1.08%)

27. გრიგოლი ლაბარტყავა – 464 (2.41%)

38. ლეილა არხოშაშვილი – 57 (0.3%)

39. რუსუდან ხუბუტია – 38 (0.2%)

41. დავით უთმელიძე – 9616 (49.96%)

43. ჯოზეფ ალექსანდერ სმიტ – 2702 (14.04%)

იტვირთბა....