aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯიქიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიქიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ახლობლებმა იპოვეს. მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ და აქედან გამომდინარე, ეჭვობენ, რომ მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....