aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯერ ორი ტყვია ესროლეს, შემდეგ წაქცეულს ხუთი დაახალეს: გუშინდელ ინციდენტს თვითმხილველები იხსენებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ ღამით ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

ადგილობრივები დღეს “პრაიმტაიმთან” საუბარში იხსენებენ, რომ ახალგაზრდას ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას მიმართულებით მეორე იარაღიანი ახალგაზრდა მოსდევდა, რომელმაც დევნის მომენტში მას ორი ტყვია ესროლა. დაჭრილი ახალგაზრდა სტადიონზე წაიქცა, რა დროსაც მას კიდევ ხუთი ტყვია ესროლეს.

“აქ ესროლეს ორი ტყვია იმ საცოდავს, გამოიქცა და სტადიონზე ფარის უკან ჩაიკეცა. იქ ესროლეს ხუთი ტყვია მიჯრით. ყელში ჰქონდა მოხვედრილი, მხარში და მუცელში. ეს ხდებოდა დაახლოებით 11:30 საათზე”,- განუცხადა “პრაიმტაიმს” თვითმხილველმა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. მას არც მომხდარის შესაძლო მოტივზე აქვს ინფორმაცია.

ადგილზე სხვა მაცხოვრებლები მომხდარის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ, მხოლოდ იმას იხსენებენ, რომ დაჭრილი ითხოვდა “არ მომკლათო”.

ბავშვები იხსენებენ, რომ იმ დროს სტადიონზე მოზარდები თამაშობდნენ.
სრულად იხილეთ primetime-ზე

იტვირთბა....