aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა: დაკავებულია სამი პირი

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 1981 წელს დაბადებული, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს ნიღბიანი ბრალდებულები თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და ცივი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ.ბ.-ს ოჯახს, საიდანაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაიტაცეს ფოტოაპარატი, ე.წ. პლეიერი, კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა – ე.წ. ფლეი სთეიშენი, ოქროს სამკაულები, 500 ლარი, საბანკო პლასტიკური ბარათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

იტვირთბა....