aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე – “გირჩი” არ მოუწოდებს თვის ამომრჩეველს, რომ მეორე ტურში ვინმეს დაუჭიროს მხარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

11 სექტემბერს “მეტრონომთან” ინტერვიუს დროს “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ის თავის ამომრჩეველს არ მოუწოდებს ვინმეს დაუჭიროს მხარი.

“არა, მე ამაზე საჯაროდ მაქვს განცხადება გაკეთებული, რომ “გირჩი” არ არის იმ ადამიანების გაერთიანება, რომლის რომელიმე ლიდერი მოუწოდებს ხალხს, რომ დაირაზმეთ და ვინმს დაუჭირეთ მხარი. მე ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).

გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....