aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საფრთხე: “აცრებს აზრი არ აქვს, სანამ ჯანდაცვის სისტემას სერგეენკო ხელმძღვანელობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი ეხმაურება საყოველთაო ვაქცინაციის საკითხს. ფონდი წერილს “მეტრონომს” უგზავნის.

“თავად ეს იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მის განხილვას აზრი არ აქვს მანამ, სანამ ჯანდაცვის სისტემას ბატონი სერგეენკო ხელმძღვანელობს. კარგად ვიცნობ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას  და ვშიშობ, რომ აცრებს არასწორად ჩაატარებენ. განსაკუთრებით ეს შეეხება ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც ვაქცინაციას სავარაუდოდ უფასოდ ჩაუტარებენ და სწორედ აქ იქმნება იმის საფრთხე, რომ გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოხდეს მათი დაიფინცირება C ჰეპატიტით, შიდსით და ა.შ.,“ – აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

მისი აზრით, კანონის მიღებამდე აუცილებელია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთოს ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს გეგმური აცრების ჩატარებას და რამდენად იქნება გარანტირებული ბავშვების უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, ამასწინათ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვით გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.

 

 

 

იტვირთბა....