aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯანდაცვის სამინისტრო იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებულ მედ-პერსონალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. .

“მიმდინარე წლის 8 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოვიდა პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ თავმჯდომარის თეონა ჰენდერსონის განცხადება, რომელიც შეეხებოდა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან 99 თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლებას. საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიმართა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციას შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამინისტროსთვის არ მოუმართავთ არც გათავისუფლებამდე და არც გათავისუფლების შემდგომ.
თუკი კლინიკის თანამშრომლები გათავისუფლებამდე მომართავდნენ სამინისტროს, ეს საშუალებას მოგვცემდა პროცესში მედიაცია ჩართულიყო. ამჯერად ამ ბერკეტის გამოყენება შეუძლებელია და ყოფილ თანამშრომლებს სამართლებრივად ბრძოლის ერთადერთი გზა– სასამართლო რჩებათ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 87 ადამიანი სამსახურიდან მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაუშვეს.

გათავისუფლებული ექიმები კლინიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

იტვირთბა....