aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – ხელისუფლება რომ პატარკაციშვილის თავიდან მოცილებას ცდილობდა, ამას ლაპარაკი არ უნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

როდესაც პოლიტიკურ ძალებს  ერთი თუ მეორე მხრიდან არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ, სხვა არაფერი არ იციან და ამ ნეგატიურ უბედურებაში ამყოფებენ ხალხს. ის, რომ ხელისუფლებას ბადრის თავიდან მოშორებას ცდილობდა, ამას ლაპარაკი რათ უნდა, – ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, სამწუხაროა, მსგავს ჩანაწერებსა და მძიმე თემებს წინასაარჩევნოდ იყენებენ.

“ამაში ჩართული იყო ყველა, მარტო ის ადამიანები კი არა ვინც ახალ დაიჭირეს. ბევრი ის ადამიანი, ვინც დღესაც ხელისუფლებაშია და ძალიან თბილად გრძნობს თავს. იმას ემსახურებოდა, ეს კოლექტიური მურუსიძე. რა თქმა უნდა, ბადრის წინააღდმეგ იყო ეს ყველაფერი მიმართული.

რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლებაში ბადრის ლიკვიდაციის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად გახსნა პროკურატურამ მკვლელობა. გახსნეს მკვლელობის ორგანიზება. სამწუხაროა, რომ ასეთ მძიმე თემებს წინასაარჩევნოდ იყენებენ. ბევრი წელი გავიდა, ეს ჩანაწერი ახალი ხომ არ არის. ახლა რა გახსნეს? ეს ჩანაწერები მოისმინეს, ეს მოსმენილი აქვს საქართველოში ყველას”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

იტვირთბა....