aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “სისტემურად სამთვრობო ცვლილების საკითხი მომწიფებულია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა დღეს ეს არ გაეკეთებინა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ სისტემური ცვლილებები მაინც მოხდება.

“ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელი არ არის. არ გამორიცხოთ, რომ მიუხედავად ასეთი კომენტირებისას მოსახდენი მაინც მოხდეს. სისტემურად ეს საკითხი მომწიფებულია. სხვა საკითხია რა ფორმით და როდის იქნება ეს გაცხადებული. გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ დღეს და ამას, შესაძლოა, პოლიტიკური ტაქტიკის ხასიათი ქონდეს. საერთოდ, ტყუილად ასეთი საუბარი არ იწყება. რაღაც საფუძველი ამას აქვს. ფაქტია, რომ ობიექტურად, აუცილებელია სისტემური ცვლილებები. პოლიტიკას თავის ლოგიკა აქვს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” ოფისში პარტიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 4 მინისტრი და პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ “იუნისეფის” კვლევაზე ისაუბრეს.

იტვირთბა....