aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “პრემიერის გადადგომა სისტემური კრიზისის ლოგიკური დასასრული იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახლა არის მთავარი, რამდენად მოხერხდება აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირება, არა პერსონალური, არამედ შინაარსობრივი, მართვის ტექნოლოგიის გაგებით, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერის გადადგომასა და ახალი სამთავრობო გუნდის დაკომპლექტების პროცესს.

“მე ვფიქრობ, პრემიერის გადადგომა სისტემური კრიზისის მმართველობის ლოგიკური დასასრული იყო. ქვეყანა სტაგნაციის პირობებში ცხოვრობდა. ადრე თუ გვიან მოხდებოდა ეს და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა, ახლა არის მთავარი, რამდენად მოხერხდება აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირება, არა პერსონალური, არამედ შინაარსობრივი, მართვის ტექნოლოგიის გაგებით. იმიტომ, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული იყო. გუნდი სწორად არის დასაკომპლექტებელი, რომლებიც დაწერენ გეგმას და ამ გეგმით იმოქმედებენ.

რაც შეეხება მომავალ პრემიერს, მე პერსონებზე საუბრისგან თავს შევიკავებ და ამას არც მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ მინისტრთა კაბინეტი ეს ჰორიზონტალური პასუხისმგებლობის სისტემაა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ ვინაა პრემიერი და ვინ მინისტრი. თითოეულ გადაწყვეტილებაზე ყველა პასუხისმგებელია. კოლექტიურ მმართველობას უნდა შევეჩვიოთ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....