aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: კვირიკაშვილი თუ მაინცდამაინც ვაჟკაცობაზე დებს თავს, მაშინ ხელი უნდა გაერტყა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილი პარლამენტში პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ნიკა მელიას დაპირისპირება შეაფასა.

“საქართველოში გინება ღირსეულ საქციელად არასდროს ითვლებოდა, არც ღირსების დაცვად, არც ვაჟკაცობად. თუ მაინცდამაინც ვაჟკაცობაზე დებს თავს, მაშინ ხელი უნდა გაერტყა. ამ კაცს პოლიტიკის, რომ არაფერი გაეგებოდა ვიცოდით, მაიცდამაინც არც ეკონომიკის არაფერი გაეგებოდა ესეც ვიცოდით. ერთადერთი რის გამოც მე ვამართლებდი მის პრემიერმინისტრობას, ეს იყო მისი კეთილბუნებოვნება, თავშეკავებულობა, სიყვარულზე ლაპარაკი, მოდი გავაერთიანოთ საზოგაოდება და ა.შ. ეს ყველაფერი ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა, ამ თავისი ერთი საქციელით. თუმცა, ამ ყველაფერის უკან იდგა პრედისტორია და არის მთავარი კითხვა, რა დაემართა ამ ადამიანს ისეთი, რომ ნიღაბი ჩამოიხსნა?

ფაქტია, რომ ის, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მდგომარეობიდან გამოვიდა. პირველი მისი ფისიქიკური აშლილობა გამოჩნდა, როდესაც დეპუტატ შალელაშვილის განცხადებაზე ჰქონდა აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია. აბსოლუტურად სწორ ადგილზე ფეხების ბაკუნი დაუწყი. შემდეგი ეპიზოდი იყო “უცნობის” ეპიზოდი, სადაც მისი ფსიქიკური აშლილობა გამოჩნდა.

სისტემურად კვირიკაშვილი დასრულებულია, პრინციპში, ის სისტემურად დასრულებული არის უკვე დიდი ხანია. უბრალოდ, მის მომავალ კარიერას ჰქონდა ორი განვითარება – ერთი პოზიტიური და ერთი ნეგატიური. პოზიტიური გახლავთ, რომ საპრეზიდენტო სავარძელში მისი გადაბარგება, სავარაუდო და პრინციპში, ლოგიკური იქნებოდა ასე განვითარება და არის ნეგატიური, რომ უბრალოდ, როგორც ღარიბაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იტვირთბა....