aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: “გირჩი არის სოციალურ ქსელში დაბოლილ მდგომარეობაში, ვირტუალურად არსებობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ “გირჩს” სოციალური ქსელის რესურსი კარგად აქვთ ათვისებული.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომის” კვლევის შესახებ განაცხადა, სწორედ ამ რესურსის ათვისების გამო არის “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კვლევაში, ამ მომენტისთვის, პირველ ადგილზე.

“გირჩი” არის პარტია, რომელიც ვირტუალურად არსებობს. ძირითადად, სოციალურ ქსელში დაბოლილ მდგომარეობაში არსებობს. შესაბამისად, ბუნებრივია, მათ ეს რესურსი კარგად აქვთ ათვისებული და აქტიურობენ. ასე რომ თქვენი გამოკითხვა ამ სფეროდანაა – ინტერნეტში ტარდება. თქვენ არ გეწყინებათ, იმედია, მაგრამ კვლევის რეპრეზენტატულობა მახინჯდება ზუსტად აი, ამ სპეცტექნოლოგიების გამოყენებით, მეტი არაფერი”, – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....