aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “ბოკერიას და მის გუნდს ისევე არ აინტერესებს სარალიძე და მისი შვილი, როგორც გირგვლიანი არ აინტერესებდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ სარალიძის საქმეს იძიებენ ადამიანები, რომლებიც მსგავს დანაშაულში არიან შემჩნეულები.

“მე პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიას უნდობლით ვუყურებ. თუ ჩვენ დანაშაულის დაფარვის სისტემურ პრობლემაზე ვლაპარაკობთ, რაც წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი იყო, ესეთ კომისიებს არ უნდა ქმნიდნენ ადამიანები, რომლებმაც ფაქტობრივად, დანაშაულის დაფარვის სისტემა შექმნეს. ბოკერიამ და ამ ხალხმა რომ შექმნა სისტემა, ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყევტილებაშიცაა ნათქვამი. გირგვლიანის საქმეზე ხელისუფლების ყველა შტო ჩართული იყო ამ სისტემაში და ამ დანაშაულის დაფარვაში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ საზოგადოებაში ბოკერიას ნდობა შეიძლება იყოს? ეს კომისია ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. მე არ მჯერა, რომ ამ ხალხს სარალიძე ან მისი შვილი აინტერესებდეს.

ამ ხალხს არ აინტერესებდა გირგვლიანი და ასევე არ აინტერესებს სარალიძე და საკუთარ პოლიტიკას “ჩალიჩობენ”. ეს არის პრობლემა და ამ კომისიისგან არაფერს ველი. კომისია აბსტრაქცია არ არის, ეს არის ადამიანები, რომლებიც თურმე საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობენ. მაშინ დისკრედიტირებული და იგივე ტიპის დანაშაულში შემჩნეულები არიან. გებელს რომ ფაშიზმის დანაშაული სწორი იქნებოდა? ეს ხდება ახლაც”, – აცხადებს ხუხაშვილი.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ მუშაობა ივნისში დაიწყო, რომელიც 17 წევრისგან შედგება. 17 წევრისგან 9 “ევროპული საქართველოდანაა”.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს

იტვირთბა....